პროექტის მთავარი იდეა: გაიცნონ მოსწავლეებმა რაჭული ტრადიციული კერძები, მათი გაკეთების რეცეპტები, რიტუალები.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები მოიძიებენ მივიწყებულ ტრადიციულ კერძებს, მოსახლეობა დაინტერესდება ამ საქმით, რაც ხელს შეუწყობს აგრო–ტურიზმის განვითარებას სოფლად.
პროექტის მიზნები: მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ:1–კვლევა–ძიების უნარ–ჩვევები, 2–შეისწავლიან კერძების დამზადებას, 3–გააკეთებენ პრეზენტაციას მოცემულ თემაზე.
მონაწილეთა ასაკი: 7–8–9 კლასის მოსწავლეები, კლასის დამრიგებლები, თემის მოსახლეობა.
პროექტის ხანგრძლივობა: პირველი სემესტრი.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ციფრული აპარატი, მსუბუქი ავტომანქანა,(დაქირავება). საკანცელარიო ნივთები, დიქტოფონი, პროექტის ხელმძღვანელი, მოსწავლეები, თემის წარმომადგენელი.
პროექტის მსვლელობა: მოსახლეობაში კვლევა–ძიების ჩატარება, მივიწყებული კერძების სახელწოდებების –დამზადების –რეცეპტების ჩაწერა. მათი წარმოშობის ისტორიები. მოძიებული რეცეპტებით კერძების დამზადება. რეცეპტების წიგნების (ბუკლეტების) შექმნა–გავრცელება. ბლოგზე დადება, გავრცელება, პრეზენტაცია მოცემულ თემასთან დაკავშირებით.
საგნებთან კავშირი: ქართული: ხალხური თქმულებები. ისტორია: კერძების ისტორიული მხარეები. მათემატიკა: ფორმები, ზომები. გეოგრაფია: კერძებისათვის საჭირო ინგრედიენტების მოძიების დროები და გავრცელების არეალები.
პროექტის ხელმძღვანელი: მანანა რატიანი
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: mananaratiani1@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:http://mananaratiani1.blogspot.com/